სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9835.JPG

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

ხარაგაულის მერმა, ორშაბათის ტრადიციული თათბირი სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე საუბრით დაიწყო.

კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, საკითხისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა მოსთხოვა.

 სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე , მეწარმეებთან ხელშეკრულებების გაფორმება ივნისის თვეში ,ხოლო სამუშაოების განხორციელება სექტემბრის თვეში დასრულდება.

  კობა ლურსმანაშვილი: ,,ეს ის პროექტებია, რომელიც მოსახლეობამ შეარჩია და შესაბამისად მათდამი მოლოდინი დიდია, ამიტომ ყველა პროექტი ვადებში უნდა დასრულდეს.

“  ხარაგაულის მერიამ, სტიქიისაგან დაზარალებული 130 ოჯახისთვის დაზიანებული სახლების სახურავების სარეაბილიტაციოდ 410 ათასი ლარის, ხის და თუნუქის მასალები შეიძინა.

 სამშენებლო მასალები თითოეულ ოჯახს უკვე გადაეცა. კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს, სამუშაო პროცესისადმი ყურადღება და მონიტორინგი დაავალა.

,,თუ გვაქვს ოჯახები, ვისაც არ შეუძლია სამუშაოები განახორციელოს, გთხოვთ მოვახდინოთ მუნიციპალური ძალებით დახმარება, რომ მოქალაქეებმა იგრძნონ ადგილობრივი თვითმმართველობის თანადგომა“

.თათბირზე მერმა წარმომადგენლებთან ერთად უშუალოდ განიხილა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემური ქეისი.

ნანახია: 282 - ჯერ