სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1220.JPG

მაგდა მიქაბერიძე ახალგაზრდული ,,ოდეონის“ მეორე ადგილის მფლობელი გახდა

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ლიტერატურულ კონკურსს

,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა.

თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორი გამოვლინდა.

მეორე ადგილი დაბა ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე, მაგდა მიქაბერიძემ დაიკავა.

მაგდა მიქაბერიძე: ,, საუკეთესო იყო, დიდი გამოცდილება მივიღე და ყოველთვის ვიამაყებ ამ პროექტით. აქ თბილი გარემო  და განსაკუთრებული ურთიერთობები დამხვდა. სურვილი მაქვს ამ პროექტში, კვლავაც მივიღო მონაწილეობა.”

ქალბატონმა იზამ აღნიშნა, რომ მაგდა მიქაბერიძე პროექტის ყველაზე  პატარა  გამარჯვებულია.

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელად, საღანძილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე , სალომე წარიაშვილი დასახელდა.

მესამე ადგილზე გავიდა ქეთი კურტანიძე, ბორითის საჯარო სკოლა (VIII კლასი)

ჟიურის თავმჯდომარის, ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული გახდა, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე.

იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა.

ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა.

კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა.

კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

ნანახია: 892 - ჯერ