სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2693.JPG

დღეს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ბიურის წევრებს,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ახალი დებულება წარუდგინა დასამტკიცებლად.

ბიუროს წევრებმა ასევე მოისმინეს ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ინგა ლურსმანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხი.

საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საღანძილეში  მდებარე   23 412        კვ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (/კ36.14.33.083) შპს,,New Road”-ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის  შპს ,,B.P TRANS”-ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,   სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით  სასყიდლით  2024 წლის  03 ივლისიდან  2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის მოთხოვნას ითვალისწინებს.

ბიუროზე განხილული საკითხები 3 ივლისის საკრებულოს სხდომაზე დანიხილება. 

 

 

ნანახია: 307 - ჯერ