სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/djkvnjkvn.jpg

ხარაგაულის მერიამ მიტოვებული, უფუნქციო , ნაწილობრივ და დროებით გამოყენებული ობიექტები აღნუსხა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებით დაასრულა ევროკავშირისა და „გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს“ საგრანტო პროგრამის „შემოქმედებითი კომპასი“ ფარგლებში აღებული ვალდებულება, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკურ აღნუსხვას ითვალისწინებდა.

„შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული.

გივი კურტანიძე: „ჯამში, პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცი ადმინისტრაციულ ერთეულიდან  77 მიტოვებული, უფუნქციო ან ნაწილობრივ და დროებით გამოყენებული ობიექტი აღინუსხა. ამ მიმართულებით სრულყოფილი მონაცემთა ბაზა შეიქმნა, რაც მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული საგრანტო პროგრამის შემდეგ ეტაპებზე, ასევე მონაცემთა ბაზის გამოყენება შესაძლებელი იქნება  დაინტერესებული ინვესტორისათვის ხელსაყრელი ვარიანტების შეთავაზებისათვის შენობების განახლებული ან ძველი ფუნქციით გამოსაყენებლად.“

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხარაგაულის ტერიტორიაზე ბევრი შენობაა, რომელიც წარსულში გამოიყენებოდა ინდუსტრიული, საგანმანათლებლო, სავაჭრო, სატრანსპორტო თუ სხვა დანიშნულებით, თუმცა დღეისათვის უფუნქციო ან დაზიანებულია და ბევრი მათგანი იმსახურებს ახალ სიცოცხლეს.

პროექტზე მერის მოადგილის , დავით დევდარიანის კოორდინირებით, არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსი,

გივი კურტანიძე და კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე მუშაობდნენ.

#შემოქმედებითიკომპასი #CreativeCompassGeorgia #ევროკავშირისაქართველოსთვის #EU4Georgia @euingeorgia

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 364 - ჯერ