სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/cvxc.jpg

25 ივლისს ხარაგაულში მიწის სისტემური რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება

25 ივლისს,  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ხარაგაულში, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავენ.

მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, მოქალაქეებს კონსულტაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ.

შეხვედრა გაიმარტება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მე-2 სართულზე.

მიწის სისტემური რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკი ხარაგაულში

ივლისი: ლეღვანი, ვახანი , მოლითი , ზვარე

აგვისტო: ბორითი, ხუნევი, ხევი

სექტემბერი: ლაშე, ღორეშა , სარგვეში

ოქტომბერი: კიცხი, ხიდარი, საღანძილე, ფარცხნალი, ვარძია, წყალაფორეთი

ნანახია: 236 - ჯერ