სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/stajireba-sajaro-samsaxurshi1.png

ხარაგაულის მერიაში სტუდენტებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

პრემიერის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა. 2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება.

პრემიერის ინიციატივით  საჯარო დაწესებულბებში სტაჟირების კონკურსი დღეს 2 აგვისტოს გამოცხადდა და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა  4 თვით განისაზღვრა.

ხარაგაულის მერიამ  საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ.გვერდზე  (www.hr.gov.ge) ვაკანსიები (სტაჟირება)  უკვე გამოაქვეყნა.

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიაში 2024   წელს   მისაღებ სტაჟიორთა რიცხოვნობა 4 (ოთხი) ერთეულით განისაზღვრა, სტაჟიორის შრომის ანაზღაურება    დადგინდა 399  ლარის  ოდენობით თვეში.          

 სტაჟირება გამოცხადდა: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (1 ადგილი), ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში (1 ადგილი),  ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში (1 ადგილი) და ადმინისტრაციულ სამსახურში (1 ადგილი) .

 

 

საქრთველოს მთავრობის დადგენილება

 

 

ნანახია: 375 - ჯერ