ახალი სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა , მარინე ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს და საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს, წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
კობა ლურსმანაშვილი:
, ბედნიერი ვარ რომ, მეძლევა შესაძლებლობა, მოგილოცოთ, სასწავლო წლის დაწყება და გისურვოთ ყოველგვარი სიკეთე.
ბავშვებო! მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი სამშობლო განსაკუთრებულად და გამორჩეულად ზრუნავს თქვენზე და თქვენგან ელოდება სიბეჯითეს, წარმატებულ სწავლას ,ხოლო როცა გაიზრდებით, სასახელო და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
გიყვარდეთ ხარაგაული, გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა.
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და მივულოცავ სრულიად საქართველოს,სასწავლო წლის დაწყებას."
დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებში, სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი, 2035 მოსწავლისთვის დაირეკა, მათგან 155 პირველკლასელია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, წელს მეორედ ხარაგაულის მერია ხარაგაულელ სტუდენტებს , რომლებმაც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს ფულად ჯილდოს გადასცემს.
ერთჯერადად წახალისდებიან ის პირები ვინც ერთიან ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებენ სახელმწიფო დაფინანსებას (გარდა უფასო ფაკულტეტებისა) 100%-იანი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში 500 ლარით, 70%-ინის შემთხვევაში 400 ლარით და 50 %-იანი დაფინანსების შემთხვევაში 300 ლარით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 10 ათასი ლარი.