პროგრამა საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.  პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
  პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 9 ოქტომბრის 12:00 საათიდან. 
  თუ გსურთ მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
  პროგრამის მიზანი და ამოცანა:
    - პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
- პროგრამის ამოცანაა, მაღალმთიან დასახლებებში, როგორც სასოფლო სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით/ მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.
            პირობები: 
    - თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.
 
    - ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის თანადაფინანსება შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.
 
    - განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.
 
  დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.rda.gov.ge/programs/entrepreneurial-activity-mountainous-regions/81dcc65b-b26b-428d-a731-d0c1555ceecc
  ასევე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენივე მუნიციპალიტეტის სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს.
  __________________________________________
  * კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის კონსულტანტს: მაკა ცერცვაძე 591 15 15 43