9 აპრილის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად 9 აპრილის სკვერში, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
36 წლის წინ ტრაგიკულ მოვლენებს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი.
9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე).
ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ კომპოზიცია და საგალობლები წარმოადგინეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა.
დღეს 36 წელი შესრულდა 1989 წლის 9 აპრილიდან, როდესაც საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია მშვიდობიანი აქცია. ეს დღე საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.