სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9990.JPG

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები — მოლითის და კიცხის საჯარო სკოლები გახდნენ

ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში, დღეს ხარაგაულის კინოთეატრში პირველი ღონისძიება — ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლამ მიიღო. გამარჯვებულებად დასახელდნენ მოლითის და კიცხის საჯარო სკოლები, რომლებმაც სიმბოლურად გაინაწილეს ბუს ქანდაკებები. მეორე ადგილი დაიკავა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდმა.

 

თამაშს უძღვებოდა კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი. კონკურსის შეფასება განხორციელდა სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიურის მიერ, რომლის წევრები იყვნენ: საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე და მერიის მრჩეველი კულტურის საკითხებში ნიკოლოზ მაჭავარიანი.

 

გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცათ დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები.

 

ვულოცავთ გამარჯვებულებს და თითოეული სკოლის ადმინისტრაციას — ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში!

ნანახია: 257 - ჯერ