სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3147.JPG

ხარაგაულში წარმატებული და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ ღვაწლმოსილ პედაგოგებს:
დაბის მეორე საჯარო სკოლა - ნინო ბარბაქაძე;
ხიდრის საჯარო სკოლა - მზეო ბერაძე;
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია - ზეინაბ ბუაჩიძე;
სოფელ კიცხის საჯარო სკოლა - ელისო არჯევანიძე;
სოფელ კიცხის საჯარო სკოლა - ეკა მელქაძე;
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა - დოდო ლილუაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი, ასევე პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე.
ნანახია: 79 - ჯერ