დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი წარადგინა
ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“, რომლის რეჟისორიც ირინე ჩხეიძეა, ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა.
წარმოდგენა თეატრალურმა დასმა ტრადიციულად, ამ თარიღის აღსანიშნავად გამართა. სპექტაკლი მაყურებელმა დიდი ინტერესითა და ემოციით მიიღო და დასმა მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე ითამაშა.
სპექტაკლში მონაწილეობენ:
ინდაური ინდიკო - დავით ჭყოიძე
თოვლის პაპ - ნიკოლოზ წიკლაური
ბაბალე - ლუიზა კიკნაძე
კომბლე - გიორგი ჭიპაშვილი
ცხვარი - მაია ბერაძე
მგელი - ვასილ კიკნაძე
მელია კუდაგრძელია - ლია ჭიპაშვილი
ნაცარქექია - გიორგი მაქაძე
დევი - ბექა ხიჯაკაძე
მხატვარი - გაიოზ შუბითიძე
გრიმი - ლიკა თაბუკაშვილი
მუს.ოპერატორი - დავით კვირიკაშვილი
განათება - ირაკლი შარიქაძე
ტექნიკური მხარე -ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი, ბათუ კიკნაძე
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლის პრემიერა 2019 წელს გამართა.