სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/jhhahdsa.jpg

სოფელ ბორში, სკოლის უბანში, 1000-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოები გრძელდება.

სოფელ ბორში, სკოლის უბანში, 1000 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე 219 000 ლარი დაიხარჯა.

პროექტი გარდამავალი იყო და მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი კიაზო გამრეკელაშვილი გაეცნენ.

ვარლამ ჭიპაშვილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, მონიტორინგის ფარგლებში სისტემატურად ამოწმებს. მონიტორინგის მიზანია, სამუშაოები დადგენილი გრაფიკის, ხარისხის სტანდარტებისა და საპროექტო პირობების სრული დაცვით განხორციელდეს.

ამ ეტაპზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 32 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 პროექტზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

 

ნანახია: 21 - ჯერ