სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asaadsqe2211.jpg

სოფელ ბაზალეთში,ბრუისის უბნის გზაზე  ბეტონის საფარი მოეწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტიურად გრძელდება.

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატ იზა ვეფხვაძესთან ერთად, სოფელ ბაზალეთში, ბრუისის უბანში, გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში 960 მეტრი გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოების სრული ღირებულება 201 000 ლარს შეადგენს.

გზების რეაბილიტაციის მიმართულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამუშაოები ფართო მასშტაბით მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელების დინამიკა — მუნიციპალიტეტში დაგეგმილი 39 პროექტიდან ამ დროისთვის 28 უკვე დასრულებულია, ხოლო დარჩენილ პროექტებზე სამუშაოები გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 320 კილომეტრი გზა რეაბილიტირებულია.

 

ნანახია: 14 - ჯერ