სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/trenin.jpg

იმერეთის რეგიონის ბიზნეს სივრცის წარმომადგენელმა ხარაგაულში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის იმერეთის რეგიონის ბიზნეს სივრცის მენეჯერმა ელისო ცაგარეიშვილმა მერის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მეწარმეებთან და ბიზნესით დაინტერესებულ პირებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივმა მეწარმეებმა კორპორაციაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობებისა და მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

იმერეთის რეგიონის ბიზნეს სივრცე რეგიონის მასშტაბით მეწარმეებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას, ბიზნეს უნარების გაუმჯობესების მიმართულებით ტრენინგებს და სასწავლო პროგრამებს, ასევე საინფორმაციო მომსახურებას ბიზნესის მხარდამჭერი სხვადასხვა პროგრამის შესახებ.

 

ნანახია: 18 - ჯერ