სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/aassddfd.jpg

ხარაგაულში რაგბის საზაფხულო გუნდი შეიკრიბა

პირველ ეტაპზე საზაფხულო გუნდი შეიკრიბა და ვარჯიშები დაიწყო.
მერის მოადგილის, თემურ ჩხეიძის ინიციატივით, შესაძლოა, სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ კიცხის სტადიონზე მოხდეს. 
მერიის სტრუქტურული ერთეულების ახალგაზრდა ხელმძღვანელები აქტიურად ჩაერთვნენ რაგბის გუნდის ჩამოყალიბების საკითხში. მოადგილესთან ერთად ბიჭებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა რესურსს გამოიყენებენ და ისედაც ძალზედ პოპულარული სპორტის სახეობის განვითარებას ხარაგაულში ხელს შეუწყობენ.
თემურ ჩხეიძემ და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდა მწვრთნელებს სანდრო ბერიძეს და ნიკა ბანცაძეს, რომ მათი ინიციატივით ხარაგაულში რაგბის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

 

 

 

 

 

ნანახია: 5834 - ჯერ