სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0164_1.JPG

ხარაგაულში სტიქიით დაზიანებული ობიექტების აღდგენა წლის ბოლომდე მოხდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სტიქიით დაზიანებული  ობიექტების აღსადგენად, სტიქიის ფონდიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოეყო.

უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ხარაგაულის სოფლებში ეტაპობრივად მიმდინარეობს. სოფლების გარკვეულ ნაწილში აღდგენილია ხიდები და ხიდბოგირები, მოეწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები, აშენდა გაბიონები, მოხდა ძლიერი ქარის შედეგად დზიანებული სახლების სახურავების გამოცვლა, მობეტონდა გზები და მოეწყო სანიაღვრე არხები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებთან ერთად, სტიქიის ფონდით აღდგენილ ობიექტებზე მონიტორნგი განახორციელეს.

სამუშაოები გრძელდება და წლის ბოლომდე სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურა ყველა სოფელში აღდგება.

ნანახია: 5380 - ჯერ