სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0114.JPG

ლაშის სკოლა 100 წლისაა

ლაშის საჯარო სკოლაში (დირექტორი ნანა აბესაძე) სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. იუბილესთან დაკავშირებით სკოლას მისი დამაარსებლის, წმიდა სიმონ მჭედლიძის სახელი მიენიჭა. 
ღონისძიებას სასულიერო პირები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, წმიდა სიმონ მჭედლიძის შთამომავლები, სკოლის კურსდამთავრებულები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 საზოგადოებას მოსწავლეებმა სკოლის დაარსების ისტორია შეახსენეს.
ირინე ჩხეიძემ და ბათუ კიკნაძემ ლიტერატურული სპექტაკლი წარმოადგინეს, რომელიც წმიდა სიმონ მჭედლიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნებოდა. 
სიმონ მჭედლიძის შვილიშვილმა, დამანა მელიქიშვილმა სკოლას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მდიდარი ბიბლიოთეკა შესძინა და ათობით წიგნი საჩუქრად გადასცა. 

ნანახია: 5655 - ჯერ