ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მოადგილესთან, თემურ ჩხეიძესთან და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსთან, ჯაბა ბერაძესთან ერთად, ძირულა-მოლითის გზის მშენებელი კომპანიის Black see group -ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელ სხვადასხვა ფაქტორებსა და გარემოებებზე ისაუბრეს.
კომპანიამ ძირითადი სამუშაოები სოფელ ძირულას მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო.
Black see group -ის წარმომადგენლების ინფორმაციით, 2-3 დღეში ძირულა-ლაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ ლოკაციაზე საყრდენი კედლების მშენებლობა დაიწყება.
სრული დატვირთვით მუშაობენ ხარაგაულსა და საღანძილეში განთავსებული მინი საწარმოები, რომლებიც მშენებლობისთვის საჭირო ქვა-ღორს ამუშავებენ და გზის სავალი ნაწილის დამცავ ბარდიულებს ასხამენ.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს კომპანია, ასფალტის საფარის დაგებამდე, მუშაობის პროცესში, პერიოდულად უზრუნველყოფს გზების შეკეთებას, რათა ტრანსპორტმა უსაფრთხო გადაადგილება შეძლოს.