ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ხარაგაული, 2019 წელს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდება.
1.საახალწლო ღონისძიებები ბაღების გაერთიანებაში, 17-28 დეკემბერი, 12:00 საათი
2.საშობაო ზღაპარი საბავშვო ბიბლიოთეკა, 20 დეკემბერი, 14:00 საათი;
3. დღის ცენტრის ,,ორიონის“ შშმ ბავშვების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი, კინოთეატრი, 21 დეკემბერი, 14:00 საათი;
4.შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი, სამუსიკო სკოლა, 25 დეკემბერი, 15:00 საათი;
5. კონკურსი ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი, კინოთეატრი, 24 დეკემბერი,
12:00 საათი;
6.მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, კინოთეატრი, 26 დეკემბერი,
15:00 საათი;
7.საახალწლო კარნავალი დაბის სკოლების მონაწილეობით, კინოთეატრი, 27 დეკემბერი, 15:00 საათი;
8.„თოვლის ბაშო“ - ხარაგაულში ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება, - 29 დეკემბერი, 13 საათი.
9.ზღაპრის გმირები სტუმრად ბავშვებთან, ღია ცის ქვეშ, მერიის წინ, 30 დეკემბერი,
13:00 საათი;
10.კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საახალწლო კონცერტი, კინოთეატრი, 31 დეკემბერი, 15:00 საათი.
11.ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტი ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერი, 19:00 საათი.
12.საშობაო ტრადიციული „ალილო“ – 7 იანვარი, 12 საათიდან ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოდან ალილოს მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში.
13.საბავშვო სპექტაკლის პრემიერა „ინდაური ინდიგოს საახალწლო თავგადასავალი“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) - 14 იანვარი, 13 საათი, ხარაგაულის კინოთეატრი.