სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dghjdxghncxvb.JPG

ზვარის თემის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

25 თებერვალს ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებები გაიმართა. კრებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები არჩილ მაღრაძე და თემურ ჩხეიძე უძღვებოდნენ.

სოფელ ზვარეში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 12 000 ლარით, სარიტუალო სახლისთვის სახურავს შეიძენენ, შემოღობავენ სასაფლაოს და შეაკეთებენ წყაროს სათავეს.

გამოყოფილი 12 000 ლარი სამ პროექტზე გაანაწილა, ასევე, სოფელ ჩრდილის მოსახლეობამ. ეს პროექტებია: საუბნო გზების მოხრეშვა, წყლის სისტემის მოწესრიგება და სოფელში არსებული ორი სარიტუალო სახლისთვის ინვენტარის შეძენა.

ნუნუსის მოსახლეობა მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით სარიტუალო სახლისთვის გადასახურ მასალას შეიძენს.  

სოფლის კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 28 თებერვალს დასრულდება, რომლის შემდეგ დაიწყება შერჩეული პროექტების განხორციელება.

იხილეთ ოქმი

ნანახია: 4699 - ჯერ