სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/hvjk%2Cbn%2Cnb.jpg

ღორეშაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის საერთო კრება გაიმართა ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში. საერთო კრების ფორმატში,  მოსახლეობამ რამდენიმე პროექტი აირჩია.
ადმინისტრაციულ ერთულისთვის გამოყოფილი16 000 ლარით შემდეგი პროექტები განხორციელდება, კერძოდ: რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, სკოლის ეზოში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, საზოგადოებრივ ცენტრთან მოეწყობა გარე განათება, ასევე აშენდება საპირფარეშო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მგზავრთა მოსაცდელებს და შემოიღობება სასაფლაო.
სოფლის კრებას ღორეშის დმინისტრაცულ ერთეულში მერიის ზედამხედველობის სამსხურის უფროსი, აფრასიონ ლურსმანაშვილი და ეკოლომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე უძღვებოდნენ.

იხილეთ ოქმი

 

 

 

ნანახია: 5884 - ჯერ