სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/FHJMFCGBNM.JPG

საქარიქედში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, თემური თაბუკაშვილთან და  ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილითან ერთად, სოფელ საქარიქედში ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

სოფელში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 2019 წელს განახლდა. პროექტი, რომლის ფარგლებში გზის 900 მეტრიანი მონაკვეთი მობეტონდება, რეგიონული განვითარების ფონდიდან 137 777 ლარით ფინანსდება.

ხელშეკრულების თანახმად, გზის რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს შპს „საჩხერგზა“ ასრულებს.

გასულ წელს საქარიქედში რეაბილიტაცია გზის 1318 მეტრიან მონაკვეთს  ჩაუტარდა.

ნანახია: 3909 - ჯერ