სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/57467908_2380286125355507_4105197009294589952_n.jpg

გაიცანით ხარაგაულელი სახალხო მთქმელი ვიტალი ფცქიალაძე

18 აპრილს ხარაგაულში სახალხო მთქმელის, ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

„ჩემი ლექსების აკიდო“ ასე უწოდა ავტორმა წიგნს, რომელიც ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით 2019 წელს გამოიცა.

ვიტალი ფცქიალაძე 2016 წელს ქუთაისში გამართულ ზეპირსიტყვიერების იმერეთის შესარჩევ ტურში მონაწილეობდა, სადაც ფინალში გავიდა და ლაურიატობა დაიმსახურა.

2017 წელს ხარაგაულში ფოლკლორის საღამო გაიმართა, სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ გადაწყდა გამოცემულიყო ვიტალი ფცქიალაძის ლექსების მცირე კრებული.

ვიტალი ფცქიალაძე 1948 წლის 1 თებერვალს ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა სოფელ მოლითის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 

ბატონი ვიტალი წლების განმავლობაში ენერგეტიკის მიმართულებით, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა.  

პოეზიის საღამო ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში  16:00 საათზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.

 

ნანახია: 8162 - ჯერ