27 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა.
ცვლილების თანახმად, 2019 წლის 17 მაისის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით გამოეყო 467 658 ლარი. სულ აღნიშნული განკარგულებით, ამ ეტაპზე, 4 667 658 ლარია გამოყოფილი.
საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, ა(ა)იპ ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების 2019 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან გამოეყო 30 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან, N 1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისათვის 20 000 ათასი ლარი, ხოლო სარგვეშის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის 10 000 ლარი გაიხარჯება.
საბოლოო ჯამში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 13 825 219 ლარი 467 658 ლარით გაიზრდება და 14 292 877 ლარით განისაზღვრება.
საკრებულოს დავალებით საკითხს საბიუჯეტო ცვლილების შესახებ, 3 ივნისის საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიები განიხილავენ.