სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghjncxvbn_1.JPG

ნიკოლოზ თოფურიძე ვარძიის მოსახლეობას შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ ვარძიის პირველ, მეორე და მესამე უბნის მოსახლეობას შეხვდა. ხარაგაულის მერმა  სოფლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე მოსახლეობასთან ერთად ისაუბრა. მოსახლეობის მხრიდან, ძირითად პრობლემად საუბნო გზების გაუმართაობა დასახელდა.

მერის ინფორმაციით, ვარძიაში საუბნო გზების რეაბილიტაცია 2020 წლისთვის დასრულებული იქნება. რთულ მონაკვეთებზე კი, მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდება. 
ნიკოლოზ თოფურიძე ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო და აღნიშნავს რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, პროექტი "გზა ყველა სოფელს" ხარაგაულში წარმატებით ხორციელდება. მერი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის 78 სოფელში გზა ერთდროულად ვერ დაიგება და მოსახლეობა ამას შეგნებით უნდა მოეკიდოს.

 

 

ნანახია: 5005 - ჯერ