სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjnchvb.jpg

სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან იმერეთის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლები შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე ხარაგაულში 7 ივნისს მომხდარი სტიქის შედეეგად მიყენებული ზარალი ადგილზე განიხილეს და პრევენციისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღების გზებზე ისმჯელეს. 
შეხვედრას, იმერეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, ბესო გოფოძესთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
მათი ინფორმაციით, ხარაგაულის მოსახლეობას კვირის ბოლოდან სასმელი წყალი, დროებით, გრაფიკით აღუდგება. 
რაც შეეხება წყლის დაზიანებული მილის აღდგენას, სამუშაოები ჰიდროგეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება.
სტიქიიდან მეოთხე დღეს, სოფელ მარელისსა და ლეღვანში მეწყერებისგან და შლამისგან გაწმენდილია, როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები, მოწყობილია დროებითი ხიდები. 
ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

ნანახია: 5062 - ჯერ