სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghgj.jpg

ვეტერანი რაგბისტები ხარაგაულში - არა ძალადობას!

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ფონდი ტასოსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, მერის მრჩეველი გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძე, ფონდი ტასოს ხელმძღვანელი, მარინა თაბუკაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და ვეტერანი რაგბისტები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა ფაშალიშვილმა განაცხადა, ხარაგაულში ორი მიმართულებით, სოციალური მობილიზაციისა და ქალი მეწარმეების გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ. ოქტომბრის ბოლოს ორგანიზაცია  საგრანტო კონკურს გამოაცხადებს, სადაც ქალ მეწარმეებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

 შეხვედრას საინტერესო აღმოჩნდა ხარაგაულელი ახლად ჩამოყალიბებული რაგბის გუნდის ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ვეტერანი რაგბისტები ნოდარ ანდღულაძე და ლექსო გუგავა თავიანთი წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრნენ. ნოდარ ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ კმაყოფილება გამოთქვეს ხარაგაულში რაგბის გუნდის არსებობის გამო და ყურადღება გაამახვილეს  რაგბის ღირებულებებზე - თანასწორობაზე, გუნდურობასა და ერთმანეთის პატივისცემაზე, რომელი ღირებულებებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია რაგბის კავშირთან ერთად, 2010 წლიდან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ინოვაციურ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მთავარი მიზანი მოზარდებში რაგბის მთავარი ღირებულებების: თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის გაზიარებაა.

ნანახია: 6940 - ჯერ