სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjcvbnb.jpg

ანსამბლი „ოდილა“  „არტ-გენის“ ფესტივალზე

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ქართული ფოლკლორული და თვითშემოქმედების ფესტივალის ,,არტ-გენი 2019" რეგიონალური ტურნეს დასკვნითი კონცერტი გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაში  იმერეთის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. ხარაგაულის სახელით მაყურებლის წინაშე ა(ა)ი.პ „კულტურის და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული უხუცესთა ანსამბლი ,,ოდილა" წარსდგა. ანსამბლის წევრებმა ორი სიმღერა შეასრულეს და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

ანსამბლი „ოდილა“ 30 წელზე მეტია მოღვაწეობს და უამრავ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ რეპერტუარში შედის არაერთი უძველესი სიმღერა.

ფესტივალზე, ასევე, მოეწყო ქართული რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის თბილისის ტური ტრადიციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმში 7-14 ივლისს გაიმართება.

ნანახია: 8005 - ჯერ