ხარაგაულში დაბის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იწყება.
შესასრულებელი სამუშაოებისთვის ტენდერი ა(ა)იპ ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 5 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება იწყება 13 ივლისს და 16 ივლისს სრულდება.
2019-2020 სასწავლო წლის ზამთარს ხარაგაულის პირველი საბავშვო ბაღი ცენტრალური გათბობის ახალი სისტემით შეხვდება!
პროექტი ადგილობრივი ბუჯეტიდან 52 000 ლარით ფინანსდება.