სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0420.JPG

რა გაკეთდა ვახანში - ხელისუფლების ანგარიში მოსახლეობას

ვახანის ადმინისტრაციული ერთეული ჩხერიმელას ხეობაში, მდინარე ვახანის წყლის მარცხენა მხარეს, ხარაგაულიდან 18 კილომეტრში მდებარეობს.

ვახანის თემში გაერთიანებულია სოფლები სერბაისი, ვახანი და ზედუბანი.

სოფელ ვახანის ცენტრში, 2014 წელს აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 25 აღსაზრდელზე, დასაქმებულია 6 ადგილობრივი.

2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანის ცენტრალურ გზას 2 500 მეტრზე.

2017 წელს გამოეყო ფართი და გადაეცა საჭიდაო ინვენტარი სოფელში არსებულ ქართული ჭიდაობის ჯგუფს. ამავე წელს, ტრადიციულად „ვახანლობის“ დღესასწაულზე გამართული კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ღია ცის ქვეშ, სოფლის ცენტრში მოეწყო ინფრასტრუქტურა.

2018 წელს სოფლის ცენტრალური გზის მეწყერულ მონაკვეთზე, რომელიც დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმების შედეგად, ფაქტობრივად, გაუვალი ხდებოდა მოეწყო გაბიონი და დაიგო ბეტონის საფარი.

2018 წელს აშენდა ორი ახალი ხიდ-ბოგირი, სოფელ სერბაისში.

2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს განახლდა სოფელ სერბაისში ცენტრალური გზაზე ბეტონის საფარის დაგება, დარჩენილია სამუშაოების ნახევარი.

2018 წელს ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სტიქიით დაზიანებული გზები მოიხრეშა.

2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანი-ქვების დამაკავშირებელ ხიდს, მდინარე ვახანულაზე.

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სერბაისში და ვახანში ელაზნაურისა და სახერხის უბნებში მოიხრეშა და მოიტკეპნა საუბნო გზები. სოფლის პროექტებით, ამ დროისთვის სერბაისში მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა.

ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის მონაცემებით 710 ადამიანია რეგისტრირებული, რაც 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან შედარებით ანალოგიური ციფრია.

 

ნანახია: 6053 - ჯერ