სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%A4%E1%83%93%E1%83%92.jpg

ბიუროს სხდომაზე   საკრებულოს კომისიების ანგარიშები მოისმინეს

19 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  მორიგ სხდომაზე  დეპუტატებმა  დღის წესრიგით გათვალისწინებული   ხუთი საკითხი  განიხილეს.  ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებმა   2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აგვისტოს ბოლომდე გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშები  წარმოადგინეს.   კომისიის თავმჯდომარეებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ხნის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა, მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით გამოვლენილ პრობლემებსა და  სამომავლო გეგმებზე.

სხდომაზე  ასევე განიხილეს  ,,ფიზიკური და კერძო იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე  საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც წარმოადგინა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ.

ბიუროს  წევრებმა ასევე იმსჯელეს     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით v დევდარიანის სახელის მინიჭების  შესახებ.

აღნიშნული  საკითხების შესახებ    დეპუტატები ვრცლად 2 სექტემბერს  გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. 

 

ნანახია: 5211 - ჯერ