სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0261_1.JPG

მოლითი-ფონას გზის მშენებლობა დაიწყო

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა დაიწყო!

25 კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას, რომელიც სოფელ ბაბიდან იწყება და მოლითი, წიფა-ფონა-ჩუმათელეთის მიმართულებით გრძელდება, აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ განახორციელებს.

ამ დროისთვის კომპანიას მობილიზებული ყავს ტექნიკა, ჩუმათელეთი-ფონას მხრიდან, სადაც წინა მოსამზადებელი სამუშაოები და მილხიდების მოწყობა უკვე მიმდინარეობს.

გაცნობებთ, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ლოტადაა გაყოფილი. პირველ ლოტზე, კომპანია black sea group-ი სამუშაოებს უკვე აქტიურ ფაზაში ახორციელებს. კომპანია თითქმის ასრულებს ერთ-ერთ რთულ ეტაპს, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობას, ძირულა-მოლითის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში 50 კილომეტრიან მონაკვეთზე იგეგმება 6 მეტრიანი (1,5 მეტრიანი გვერდულებით ორივე მხარეს) გზის მოასფალტება, საჭიროების ადგილებზე საყრდენი კედლებითა და გაბიონებით. გათვალისწინებულია ასევე მილხიდებისა და ხიდების მოწყობა.  

           

ნანახია: 5962 - ჯერ