სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0205.JPG

სოფელ კიცხის გაზიფიცირება დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის გაზიფიცირება აქტიურ ფაზაშია.
სამუშაოები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ხდება ბუნებრივი აირის მაგისტრალის მიწისქვეშ განთავსება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზიფიცირდება სოფლის 400-ზე მეტი აბონენტი.

მიმდინარე წელს ხარაგაულში გაზიფიცირდება ასევე, სოფელი ლაშე, სადაც 200 მდე აბონენტი იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით. 

სამუშაოებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ასრულებს. ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ კი, აბონენტების გამრიცხველინებას „სოკარ ჯორჯი გაზი“ უზრუნველყოფს. 

საერთო ჯამში ორი სოფლის გაზიფცირების შემდეგ, ხარაგაულში, დამატებით, 621 აბონენტი გაზიფიცირდება. დღეის მდგომარეობით ხარაგაულში ექვსი სოფელი: თეთრაწყარო, ახალსოფელი, ჩხერი, ბაზალეთი, ისლარი, ჯაფაროული და დაბის ადმინისტრაციული ცენტრია გაზიფიცირებული. 

ნანახია: 5237 - ჯერ