სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gedsamanis.jpg

ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ხარაგაულელი პატარებისთვის

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გედსამანიას საბავშვო ბაღი ექნება.

ერთი წლის წინ, სოფელში, სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გაიხსნა, სადაც აღსაზრდელებს მხოლოდ 09:00-დან 13:00 სთ-მდე შეეძლოთ ყოფნა. ეს ყველაფერი არ იძლეოდა სრულყოფილი სკოლამდელი განათლების მიღების საშუალებას.

 შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიიღებული, რომ სოფელ გედსამანიის საჯარო სკოლის პირველ სართულზე გამოუყენებულ ფართს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და მოეწყოს თანამედროვე სტანდარტებით, რაც აღსაზრდელებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს. გედსამანიაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა!

ასევე ახალი სასწავლო წლიდან, სოფელ ღორეშაში არსებულ საბავშვო ბაღს ემატება ერთი ჯგუფი.

 ყველაზე სასიხარულო ამ ფაქტებში კი ისაა, რომ ზემოთ აღნიშნულ სოფლებში ჯგუფების დამატების საჭიროება აღსაზრდელთა კონტიგენტის ზრდამ გამოიწვია.

ორივე პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტების განხორციელება, ადგილობრივ ბიუჯეტს 42 541 ლარი დაუჯდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ნანახია: 2983 - ჯერ