სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/zvare.jpg

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მაღალმთიან სოფლებში შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებს აგრძელებს.

შეხვედრები ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებში ზვარეში, ნუნისსა და ჩრდილში გაიმართა.

ადგილობრივებთან შეხვედრების მიზანს მოსახლეობის მხრიდან აღნიშნულ სოფლებში არსებული საჭიროებების და სოფლების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენს.

 მოსახლეობა პრიორიტეტს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას, საექიმო ამბულატორიაში ექიმისა და ექთნის დამატებას, ასევე აფთიაქის ფუნქციონირებას ანიჭებს.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ყველაზე მწვავედ გადაადგილების პრობლემა დააყენა. ზვარის, ნუნისისა და ჩრდილის მოსახლეობას  ხაშური-ზესტაფონის სამგზავრო მატარებლით უხდებოდათ გადაადგიილება. ამ დროისათვის, აღნიშნული ტრანსპორტი პანდემიის პირობებიდან გამომდინარე შეჩერებულია, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილებისთვის გარკვეული წინააღმდეგობები ექმნება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მოსახლეობას სამგზავრო მატარებლის აღდგენამდე, პრობლემის მოსაგვარებლად სამარშუტო ტაქსის მომსახურებას დაჰპირდა, რომელის გადაადგილება კვირაში ორჯერ  ხარაგაულის მერიის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.

ზვარის ადმინისტრაციული ერთულის მკვიდრი, რამაზ ჩაჩანიძე აღნიშნავს, რომ მაღალმთიან სოფლებში მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მან ასევე, სოფელში აფთიაქის, ექიმისა და ექთნის საჭიროებაზე ისაუბრა. 

ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, დღეის მდგომარეობით ე.წ კაოთისა და კოშკის უბანში მოწყობილია ბეტონის საფარი. მიმდინარე წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნუნისის ცენტრალურ გზას.

მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან ორმხრივი კომუნიკაცია და განსხვავებული აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია სოფლის პრიორიტეტების გაანალიზებასა და დაგეგმვაში.

„სოფლად ცხოვრება დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობამ, საბავშო ბაღების ფუნქციონირებამ, სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებამ, მცირე სასოფლო პროექტების განხორცილებამ საგრძნობლად შეაჩერა მიგრაცია და სოფლად ცხოვრება უფრო პრიორიტეტული გახდა .“ აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ

ნანახია: 2108 - ჯერ