წარმატებილი პროექტები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0634.JPG

რა სახის შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით

მუნიციპალიტეტის მერიამ  განიხილა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის   პროექტზე  მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ  გამოთქმული შენიშვნები  სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების გაზრდის თაობაზე.

ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ სულ 13 შენიშვნა იქნა წარმოდგენილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ,  თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით  პასუხი დღეს ბიუროს წევრებს წარუდგინა.

 

  1. მერიას მიზანშეწონილად და საჭიროდ მიაჩნია ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობა, სადაც ასევე გაიმართება საკრებულოს სხდომები. ვინაიდან ქვეყანაში განვითარებული კოვიდპანდემიის გამო აუცილებელია სანიტარული ნორმების, მათ შორის, დისტანციის დაცვა, რისთვისაც გამოყოფილი იქნება საკრებულოს ხარჯებში დამატებით 80,0 ათასი ლარი;
  2. ქუჩის უპატრონო ძაღლების მოვლითი ღონისძიებებისათვის დამატებით იქნება გამოყოფილი 6,0 ათასი ლარი, თუმცა ამ პროგრამის დაფინანსებით პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, ვინაიდან წლებია მუნიციპალიტეტს აქვს მსგავსი გამოცდილება და არც სახსრები დაუზოგავს აღნიშნულ პროგრამაზე, რადგან მოსაძებნია სხვა ალტერნატიული გზა ცხოველთა თავშესაფარის მოსაწყობად მეზობელი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით.
  3. ნაგვის ბუნკერების დამატებითი განთავსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 15 ნოემბერს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ა(ა)იპ ,,ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხარჯებში უკვე გათვალისწინებულია  20,0 ათასი ლარი.
  4. სკრინინგ პროგრამების დასაფინანსებელი ხარჯები გათვალისწინებულია ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯებში, თუმცა საკრებულოს ოფისის ხარჯებში გენდერული საჭიროებებისათვის დამატებით იქნება გამოყოფილი 3,0 ათასი ლარი.
  5. სასოფლო ამბულატორიების მოვლა-პატრონობისათვის (კომუნალური და სხვა ხარჯები) 2022 წლის წარმოდგენილ პროექტში უკვე გათვალისწინებულია 8,0 ათასი ლარი ,,ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაცია, მშენებლობა, აღჭურვა პროგრამული კოდი 06 02 „ -ზე. რაც შეეხება ეზოების შემოღობვას, თუ კონკრეტული ამბულატორია იქნება მუნიციპალიტეტის ბალანსზე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მუნიციპალიტეტი შეძლებს პრობლემის მოგვარებას.
  6. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისათვის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად გამოყოფს სახსრებს, მაგრამ ჯერ არ შემოსულა არცერთი პროექტი. მიუხედავად ამისა 2022 წლის ბიუჯეტში კვლავ იქნება გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისათვის 15,0 ათასი ლარი.  ამასთან შეგახსენებთ რომ არსებობს უამრავი სახელმწიფო პროგრამა, (დანერგე მომავალი; აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტი; შეღავათიანი აგრო-კრედიტი და სხვა) რომელიც ხელმისაწვდომია  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის  და დაინტერესებულ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამებში. გონივრული ინიციატივების წარმოდგენის შემთხვევაში დამატებით დაფინასებასაც  გამოვყოფთ.

 

  1. საკრებულოს ხარჯებში კომპიუტერების შესაძენად დამატებით იქნება გათვალისწინებული 5,0 ათასი ლარი.
  2. მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯებისათვის დამატებით გამოიყო 30,0 ათასი ლარი და გახდება 80,0 ათასი ლარი.
  3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და ა(ა)იპ-ების საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდაზე მიმართული იქნება 919,2  ათ. ლარი,  თანამშრომელთა ხელფასების ზრდა მოხდება კარიერული სქემის შესაბამისად.   აქედან 400,0 ათ. ლარი  გათვალისწინებულია ა(ა)იპ-ების ხელფასების და 519,2 ათ. ლარი დანარჩენი საჯარო მოსამსახურეების ხელფასების მოსაწესრიგებლად.
  4. სოფელ მარელისში მზაობის ჯგუფის სათანადო პირობებში ფუნქციონირებისათვის შესწავლილი იქნება საკითხი ხარაგაულის რესურსცენტრისა და ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად და შესაბამისად გადაწყდება აღნიშნული საკითხი.
  5. მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა გაიზარდა 20,0 ათასი ლარით, კერძოდ გაიზარდება თითოეულ ბავშზე დახმარების ოდენობა და 50 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით.
  6. სამხედრო სამსახურის ხარჯებისათვის დამატებით საჭიროა 3,0 ათასი ლარი.

 სულ, ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების ასაღებად დამატებით  საჭიროა 1 081,2 ათასი ლარი.

   განკარგულება ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  2022  წლის  ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ

 

 

 

ნანახია: 1860 - ჯერ