წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdcgjfghj.JPG

ბიუროს სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა, ბიუროს წევრებს თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2018  წლის  დამტკიცებული ბიუჯეტი განისაზღვრებოდა 6 889,4 ათასი ლარით, წლის განმავლობაში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად შემოსულობები გაიზარდა  6 711,8 ათასი ლარით და განისაზღვრა 13 601,2   ათასი ლარით.       

ბიუროს წევრები აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას კომისიებში განაგრძობენ.

სხდომაზე ასვე განიხილეს  საკრებულოს  კომისიის თავმჯდომარეების მიერ წარმოდგენი ინფორმაცია 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

სხდომაზე წარდგენილ საკითხებს დეპუტატები დასამტკიცებლად 4 მარტის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

ნანახია: 6361 - ჯერ