წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

17 მაისს საკრებულოს ბიურო მორიგი სხდომას გამართავს

17 მაისს 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება 7 საკითხი:

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

 მომხსენებელი: დავით კიკნაძე

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

 მომხსენებელი: თემური თაბუკაშვილი

3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენზე (ბოძებზე) საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად (საჰაერო ტრასით კაბელის გატარება) სააქციო საზოგადოება „სილქნეტისთვის“ ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 2 წლის ვადით პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით (იჯარის ფორმით) სარგებლობის უფლებით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

 მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე

4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ36.17.33.328). პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშე) ორი წლის ვადით ღსს „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „აკკორდ ჯორჯიაა“-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

  მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე

5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 501 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა 280 კვმ (ყოფილი სარიტუალო სახლი)(ს/კ 36.05.31.202) პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშ) ორი წლის ვადით  კომპანია hinan bridge construqcion co. ltd-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

  მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე

6.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე

7.ხარაგაულის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-სთვის სარგებლობის უფლებით (უზურფრუქტი) არსებობის ვადით დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რიყე) მდებარე, 6615 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.01.31.368) და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის N1-1798,83 კვ.მ ფართის გადასაცემად მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

  მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე

ნანახია: 5640 - ჯერ