წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfghxfvbxcv.JPG

ხარაგაულში სასოფლო საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია 104 ათასი ლარით დაფინანსდა

31  მაისს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველი ორი საკითხი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა, რომელმაც   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაზრდასთან და საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

 როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დამატებით 30 ათასი ლარი გამოეყო. თანხა გადანაწილდება რეესტრიდან გამორჩენილ იმ სამ სოფელზე, რომლებიც აღნიშნულ პროექტით მიმდინარე წელს ვერ დაფინანსდა: ანეულა, მიროწმინდა და ციხისძირი. სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 2019 წელს საერთო ჯამში 890 ათასი ლარით დაფინანსდა.

სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ მეორე  საკითხად სოფლებში საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან   104 ათასი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებათ:   ვახანის, ხიდარის, ფარცხნალისა და წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიებს.

სხდომაზე მყოფი დეპუტატები დაინტერესდნენ რის მიხედვით დაფინანსდა აღნიშნული ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გაგრძელდება თუ არა სოფლებში დანარჩენი საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია.

როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია დაზიანების მიხედვით შეირჩა და პროექტი შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ყურადღება მიექცევა იმ ამბულატორიებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. 

სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი ორი საკითხი:

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4 დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ვარლამ ჭიპაშვილი

ნანახია: 5890 - ჯერ