წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

30 ივლისს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს  2019   წლის 30    ივლისის რიგგარეშე  სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2019  წლის ბიუჯეტის   მეორე კვარტლის შესრულების  შედეგების განხილვის შესახებ ინფორმციას მოისმენენ, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.

ბიუროს წევრები ასევე განიხილავენ ორ საკითხს :

1. ა(ა)იპსოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხსენებელი იქნება მერიის ეკონომიკისა ქონების მართვის  სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე.

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 1 ივლისის, N18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე: საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე წარადგენს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნულ საკითხებს 5 აგვისტოს მორიგ სხდომაზე განიხილავს.

                                                                                                       

 

 

ნანახია: 5714 - ჯერ