წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfghxfvbxcv.JPG

5 აგვისტოს საკრებულო მერიის ორი სამსახურის ანგარიშს მოისმენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 5 აგვისტოს,  მორიგ სხდომას გამართავს.

სხდომაზე საკრებულოს წევრები მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის და ადმინისტრაციული სამსახურების მიერ, 2019 წლის აინვრიდან დღმდე, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ.

სხდომაზე, ასევე, განიხილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2019  წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების  შედეგები, რომელსაც მერიის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი, ნინო მაღლაკელიძე წარადგენს.   

გარდა ამისა დეპუტატები იმსჯელებენ კიდევ ორ საკითხზე:

1. ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე  სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის (საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

  მომხს: ჯაბა ბერაძე

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 1 ივლისის N18 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და

მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

 მომხს: ნანა კიკნაძე

 

 

ნანახია: 5638 - ჯერ