წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/69634279_2426400577606143_6020889205134065664_n.jpg

ხუნევში შესაძლოა სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნას

ამის შესახებ ბიუროს წევრებმა 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

27 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა,  ა(ა)იპ „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის“  ხუნევის საჯარო სკოლის N1 შენობის პირველ სართულზე მდებარე 117 კვმ. ფართის „სასკოლო მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს. საკითხი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ნანული კვინიკაძემ წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ფართი მუნიციპალიტეტის მერიას გასული წლის ოქტომბერში 3 წლის ვადით გადაეცა.  ახლა კი ხუნევის საჯარო სკოლის N1 შენობის პირველ სართულზე მდებარე 117 კვმ. ფართის გადაცემას მერიისაგან ბაღების გაერთიანება სამი წლის ვადით ითხოვს.

დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მხარს აღნიშნული ფართის გადაცემას „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ ამის შესახებ ცნობილი 2 სექტემბერს გამართულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გახდება.

 

 

ნანახია: 6021 - ჯერ