წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

2 სექტემბერს საკრებულოს კომისიები ანგარიშებს წარადგენენ

 

2 სექტემბრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის, საფინანსო – საბიუჯეტო და ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა კომისიები  გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს წარადგენენ.  

სხდომაზე ასევე მოისმენენ: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე წარადგენს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა საკრებულოს 2 სექტემბრის სხდომაზე კიდევ სამ საკითხს განიხილავენ. მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის   მეორე კვარტლის შესრულების  შედეგებს,  სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლისათვის სრულიად     საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის დავით V დევდარიანის   სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი წარადგენს და                                                                ა (ა). ი. პ. „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე, დროებით სარგებლობაში გადმოცემული ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ, სოფელ გედსამანიაში მდებარე ხუნევის საჯარო სკოლის N1 შენობის პირველ სართულზე არსებული 177,0 კვმ. ფართის (ს. კ. 36. 08. 38. 321) „ სასკოლო მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის უფლების განსაზღვრული ვადით გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. ამ ბოლო საკითხს საკრებულოს მერიის ქონებისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე წარადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 5515 - ჯერ