წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0420.JPG

მერის ინიციატივას ერთჯერადი ფინანსური დახმარების გამოყოფაზე საკრებულომ მხარი დაუჭირა

11 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივას, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გაცემის მიზნით სოციალურ მუხლში თანხის გადატანას. მერიის მხრიდან ინიცირებული იყო აღნიშნულ მუხლში 20 000 ლარის მობილიზება. ეს ინიციატივა განიხილა საკრებულოს ბიურომ  და მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო 10 000 ლარის დამატება. მერიამ გაითვალისწინა საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება და, დღეს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საბიუჯეტო ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს იმ ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით დაკარგეს შემოსავლის წყარო, ვერ ახერხებენ მედიკამენტების შეძენას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო გადაადგილებას და სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას.  კერძოდ, დამტკიცდა, რომ 2020 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან 30 000 ათასი ლარი მიიმართოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სოციალური დაცვის ხარჯებში.  

საკრებულომ დღესვე დაამტკიცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 – 2021 წლების ეკონომიკური განვითარების  გეგმა, რომელიც სხდომაზე მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა.

ჯაბა ბერაძემ წარადგინა ასევე, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე   1 908  კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (ს/კ 36.03.34.117). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, იჯარის ფორმით  ერთი წლის ვადით  კომპანია hinan bridge construqcion group co. Itd -სათვის  გადასაცემად  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი, რომელსაც საკრებულომ მხარი დაუჭირა.                                                                                                                          

სხდომაზე ასევე განიხილეს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 17 ოქტომბერს შექმნილი „დროებითი სამუშაო ჯგუფისთვის“ უფლებამოსილების შეწყვეტის  შესახებ საკითხი.

11 მაისის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე სხვადასხვაში დარეგისტრირებული ორი საკითხის ირგვლივ, ესენია:

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  დასკვნის გაცნობა, რომელიც ერთ-ერთ დეპუტატზე, რომელიც 6 თვეა არ გამოცხადებულა საკრებულო სხდომებზე და ასევე, არ მიუღია მონაწილეობა კომისიური ფორმატის შეკრებებში, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. კომისიამ გაითვალისწინა დეპუტატის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, რაც ადასტურებს, რომ დეპუტატი ამ პერიოდში იყო შრომისუუნარო და მას უფლება მოსილება საპატიო მიზეზის გამო არ შეუწყდა.

სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ დეპუტატებს ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში გამოცხადებული  საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე   მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა საჭიროებები და ვერ ახერხებენ მათ მოგვარებას, აღნიშნულ პირთა საჭიროებების უზრუნველყოფის ორგანიზების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  გამოყოფილი სახსრების მონიტორინგს განახორციელებს, სამუშაო ჯგუფს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი უხელმძღვანელებს.  

ნანახია: 3875 - ჯერ