კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/122824535_2921234171457070_23684996242833390_o.jpg

თეატრალურმა საზოგადოებამ ირინე ჩხეიძეს „ამაგდარის“ წოდება მიანიჭა

იმერეთის თეატრალური ფესტივალი, წელს, განსხვავებული ფორმატით ჩატარდა.
თაეტრებმა სპექტაკლები, ღია, თავისუფალ სივრცეში წარმოადგინეს.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს არ იყო ნომინაციები, თუმცა იმერეთის თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, რამდენიმე თეატრს მიენიჭა ამაგდარის წოდება, მათ შორის ხრაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორს - ირინე ჩხეიძეს.
თეატრალური_ფესტივალი2020 ხარაგაულის 120 წლის სახალხო თეატრმა სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ გახსნა.
ირინე ჩხეიძეს ამაგდარის წოდების სპეციალური დიპლომი, მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის, 21 ოქტომბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გადასცეს.
ვულოცავთ ქალბატონ ირინეს და მთელ დასს ამ წარმტებას, ასევე დიდი სიყვარულით ვულოცავთ ხარაგაულის სახალხო თეატრს 120 წლის იუბილეს.
ნანახია: 2625 - ჯერ