კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/annie-spratt-tywjkdhf0ps-unsplash-1024x467_2.jpg

Handmade - ხარაგაულის მერია იმ ადამიანებს ეძებს, რომლებიც ხელნაკეთი ნივთების შექმნაზე მუშაობენ

ხარაგაულის მერია, მერის თანაშემწის ჟანა ნემსაძის ინიციატივით ახალი იდეის განხორციელებას იწყებს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხელნაკეთი ნივთების შეგროვებას და იმ ადამიანების პოპულარიზაციას ისახავს მიზანად, რომლებმაც პანდემიის პერიოდში, საკუთარ თავში, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეს.

ჟანა ნემსაძე: "ყველა  დამეთანხმება  ალბათ,  რომ  ხელნაკეთი  ნივთების  შექმნა  არც  ისე  ადვილი  საქმეა, არადა  ეს  სფერო  მსოფლიოში  და   მათ  შორის,   საქართველოშიც,   საკმაოდ  პოპულარულია.  ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც  ხელოვნების  ამ  დარგით   არიან  დაინტერესებული,  განსაკუთრებული  ნიჭით  გამოირჩევიან. შეიძლება  ითქვას, რომ პანდემიამ  ადამიანებს  ბევრი  რამ  დაგვანახვა  და  ცხოვრებას  სხვა  თვალით  შეგვახედა. მაგალითისათვის  ვიტყვი, ამ  პერიოდში ზოგიერთმა  ისეთი  საქმის  კეთებაც  დაიწყო, რომელზეც  ალბათ  ვერასდროს  იფიქრებდა,   ამის  ნიჭი  და  შესაძლებლობა თუ  ექნებოდა.ჩემი  დიდი  სურვილია, ეს  ხელოვანი  ადამიანები   უკეთ  გაიცნოს  საზოგადოებამ,  მოხდეს  მათი   ცოდნისა  და   უნარ-ჩვევების  წარმოჩენა.  სწორედ  ამიტომ  გადავწყვიტე,   გამოვაცხადოთ  კონკურსი, რომლის  მიზანი-პანდემიის  პერიოდში  შექმნილი  ხელნაკეთი  ნივთების  პოპულარიზაცია  გახლავთ” - აცხადებს ჟანა ნემსაძე.

 კონკურსის  პირობების  თანახმად, დაინტერესებულმა  პირებს, შეუძლიათ ნებისმიერი  ხელით ნაკეთ ნივთს  (ხის  ნაკეთობანი, ნახატი,  ნაქარგი, აქსესუარი, დეკორაციები,    და ა.შ)   ფოტო გადაუღონ და 15 მაისამდე, მერის თანაშემწეს ჟანა ნემსაძეს მიაწოდონ.

 გამოგზავნილი  ნივთების ფოტოები 15 მაისიდან   ხარაგაულის  მერიის  ფეისბუქ  გვერდზე დაიდება.

კონკურსში  სამი  გამარჯვებული გამოვლინდება.

გამარჯვებულად  ჩაითვლება  იმ კონკურსანტთა  ნამუშევრები,  რომელთაც  ყველაზე  მეტი  მოწონება (like)  ექნება.

პირველ  სამ  ადგილზე  გასულს  საჩუქრები  გადაეცემა.

 

 

ნანახია: 3069 - ჯერ