კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0153.JPG

ხარაგაულში ლატვიის სახალხო თეატრი იმყოფება

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი,  28 წლის მეგობრებს ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრს მასპინძლობს.

ხარაგაულში სტუმრების პატივსაცემად ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.

ორ ერს შორის განსაკუთრებული მეგობრობისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, რომელიც ლატვიელ სტუმრებს მიესალმა და ლიმბაჟის თეატრის დასს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ, ლატვიელებმა მერის მოადგილეს ტრადიციული სუვენირები გადასცეს და ლიმბაჟში ოფიციალურად მიიწვიეს. 

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა, საზეიმო დახვედრა მოუწყო სტუმრებს. შესრულდა ქართული და ლატვიური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ, ორი თეატრის მეგობრობის ისტორია მოკლედ მიმოიხილა, რაც ვიდეოკოლაჟის სახით იქნა ნაჩვენები დამსწრე საზოგადოებისთვის.  

ლატვიელების ვიზიტი ხარაგაულში გრძელდება.

დღეს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ორნი“.

20:00 საათზე ხარაგაულის თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერში მოეწყობა ნანა კიკნაძის ნამუშევრების გამოფენა და ასევე, გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ.  

16 აგვისტოს, 12:00 საათზე, სპეციალურად სტუმრებისთვის ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება, 18:00 საათზე კი ლიმბაჟის სახალხო თეატრი ხარაგაულელი მაყურებლისთვის სპექტაკლს - „ჩარლის ნათლია“ ითამაშებს.

ნანახია: 5716 - ჯერ