ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ტარდება.
სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში პირველი თამაში, 12 ოქტომბერს, სოსო და მურთაზ აბაშიძის სახელობის სტადიონზე „გეზრბენში“ გაიმართა. შეჯიბრში 8 სკოლის უფროსკლასელ გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. გუნდები ოთხ-ოთხი მონაწილით იყო დაკომპლექტებული.
თამაშში პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებულები გამოვლინდენ.
გოგონებს შორის პირველი ადგილი ხევის საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე-უბისის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე დაბის #2 საჯარო სკოლა გავიდა.
ვაჟებს შორის პირველი ადგილის მფლობელი კვლავ ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი #2 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე საღანძილის საჯარო სკოლა გავიდა.
სასკოლო სპორტული-ოლიმპიადა გრძელდება. შემდეგი თამაშები გაიმართება: კალათბურთი - 19 ოქტომბერს, ხოლო მინი ფეხბურთი - 1-2 ნოემბერს.
ოლიმპიადა მხიარული სტარტებით 9 ნოემბერს დასრულდება.