კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fgchjfcgbvmnvcb.JPG

კალათბურთში ვერტყვიჭალისა და N 3 საჯარო სკოლის გუნდებმა გაიმარჯვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და სპორტისა და ტურიზმს ხელშეწყობის ცენტრის  მხარდაჭერით ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ტარდება.

23 ოქტომბერს კალათბურთის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ვერტყვიჭალის, კიცხის, ვარძიის, საღანძილის, ხევის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის, N2 და N3 საჯარო სკოლების გოგონებისა და ვაჟების გუნდები მონაწილეობდნენ.

გოგონებს შორის პირველობა N 3 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო ვაჟებს შორის ვერტყვიჭალის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება.

გამარჯვებული გუნდები იმერეთის მასშტაბით გამართულ რეგიონულ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.

შემდეგი თამაში მინი ფეხბურთში 1-2 ნოემბერს, ხოლო  მხიარული სტარტები 9 ნოემბერს გაიმართება.

ნანახია: 8911 - ჯერ